პოლიცია კრიშტიანო რონალდოს 10 წლის ვაჟთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს
პოლიცია კრიშტიანო რონალდოს 10 წლის ვაჟთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს

კუნძულ მადეირას პოლიციამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გაჩნდა ვიდეო – დამოუკიდებლად როგორ მართავს ჰიდროციკლს ტურინის „იუვენტუსის“ ფოვარდის კრიშტიანო რონალდოს 10 წლის ვაჟი, – წერს გაზეთი „სანი“.

ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა ბიჭის დეიდამ ელმამ. პორტუგალიური პრესა ირწმუნება, რომ ვიდეო შაბათს, მადეირას სამხრეთით პოლ-დო-მარშია გადაღებული, სადაც კრიშტიანო რონალდო-უმცროსი ნათესავებთან ერთად ისვენებს.

საზღვაო პოლიციის უფროსმა გერეირო კარდოსომ დაადასტურა, რომ ამჟამად, ამ ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს. მან განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია მომხდარის შესახებ და ახლა, გარემოებებს აზუსტებენ, რათა ზუსტად გაარკვიონ რა მოხდა და ამის მიხედვით განსაზღვრონ ჯარიმის ოდენობა. მისივე თქმით, ჰიდროციკლის გამოყენებისთვის აუცილებელია შესაბამისი ლიცენზია, რომელსაც მხოლოდ მოზრდილებისთვის გასცემენ.

პორტუგალიური კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზიის გარეშე ჰიდროციკლის მართვა 268 ფუნტიდან 2600 ფუნტამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი