პოლიცია „ეროვნული ერთობის წევრებს" ლონდონის პარკის დატოვების უფლებას არ აძლევს
პოლიცია „ეროვნული ერთობის წევრებს" ლონდონის პარკის დატოვების უფლებას არ აძლევს

ლონდონის სკვერში, სადაც “საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრები იმყოფებიან, სამართალდამცველების რაოდენობა გაიზარდა. ერთობის წევრებს ლონდონის პარკის დატოვების უფლებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია დასრულებულია, თუმცა პოლიცია შინ წასვლის ნებას არ აძლევს, რაც მათი უფლებების დარღვევაა.

“აქცია დაშლილი და დასრულებულია, მაგრამ ვერსად გავდივართ. სახლებში ვერ მივდივართ. მიზეზად არაფერს გვეუბნებიან.” განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭელიძემ.

მანამდე, გიორგი ჭელიძემ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში არ გამორიცხა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე გაემართოს, სადაც „თეთრი ხმაურის” აქცია მიმდინარეობს.

“აქცია დავასრულეთ, სად წავალთ ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. არ გამოვრიცხავთ რუსთაველზე წასვლას.” განაცხადა გიორგი ჭელიძემ.

ერთობის წევრები ლონდონის პარკში დღის მეორე ნახევრიდან იმყოფებიან. მათი პროტესტის მიზეზი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენები გახდა. ისინი თავდაპირველად რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც კონტრაქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე “თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით “ვცეკვავთ ერთად” მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი