„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ეჭვქვეშ დააყენა მანჩესტერელთა დამრიგებლის, რალფ რანგნიკის სამწვრთნელო თვისებები. სქოულზს მიაჩნია, რომ გერმანელი უფრო სპორტული დირექტორია, ვიდრე მწვრთნელი. შეგახსენებთ, რომ ოლე-გუნარ სოლსკიაერის განთავისუფლების შემდეგ, რანგნიკმა ამ სეზონის ბოლომდე ჩაიბარა „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი.
„ახლოვდებოდა სოლსკიაერის განთავისუფლება, ამას ყველა ვგრძნობდით, მაგრამ არ ვიცოდით რაში მდგომარეობდა გეგმა. ჩვენ უნდა მიგვეღო ელიტური, საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც შეძლებდა გუნდის აღორძინებას. ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“, მას ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს.
ცუდად არ გამიგოთ, მე მომწონს რანგნიკი, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო ხუთი-ექვსი წელია მას სამწვრთნელო სამუშაოს დეფიციტი ჰქონდა. ჩვენ გვყავს არა მწვრთნელი, არამედ სპორტული დირექტორი. ეს „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ აწყობს“, – განაცხადა სქოულზმა.