პოლ პოგბას უფროსი ძმა ნახევარმცველს 13 მილიონ ევროს სძალავს #1TVSPORT
„იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას უფროსი ძმა მატიას პოგბა ფეხბურთელს 13 მილიონ ევროს სძალავს, – იტყობინება France TV Info.
უფრო ადრე მატიასმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გამოაცხადა, რომ სიმართლეს იტყვის საკუთარ ძმაზე, აგრეთვე კილიან მბაპეზე.
როგორც ირკვევა, პოლ პოგბამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ოფისის გამომძიებლებს მოუყვა, როგორ დაიჭირეს ის ბავშვობის მეგობრებმა და ორმა მამაკაცმა, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეირაღებულნი. ფეხბურთელის სიტყვებით, ბანდამ მას 13 მილიონი მოთხოვა იმის გამო, რომ პოლმა შეწყვიტა მათი ფინანსურად დახმარება მას შემდეგ, რაც პროფესიულ დონეზე დაიწყო გამოსვლა, ამავდროულად, გამომძალველები ირწმუნებოდნენ, რომ საიდუმლოდ იცავდნენ პოგბას 13 წლის განმავლობაში.
ასევე ბანდამ რამდენჯერმე დააშინა ფეხბურთელი ტურინში. პოლიციაში პოლმა გამოაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს შორის თავისი ძმა მატიას პოგბა ამოიცნო. ამ ინციდენტის შემდეგ, პოლ პოგბამ თავისი კლუბის იურისტებს მიმართა, რომლებმაც საქმეში პოლიცია ჩართეს.