„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. 28 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და გუნდი დატოვა. მის ნაცვლად, ნაკრებში „რომას“ წევრს ჟორდან ვერეტუს დაუძახეს.
ცნობილი გახდა პოგბას დაზიანების ხარისხი. წინასწარი შემოწმების თანახმად, ფრანგს 8-10 კვირის გამოტოვება მოუწევს. თუ ასე მოხდა, პოგბა ვეღარ შეძლებს 2021 წელს მოედანზე გასვლას.
ამ სეზონში პოლ პოგბამ პრემიერლიგაში ცხრა მატჩი ჩაატარა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.