„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ულტიმატუმის ფორმით მოითხოვა თავისი აგენტისგან მინო რაიოლასგან ახალი კლუბის მონახვა. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა კრისტიან ფოლკმა.
წყაროს ცნობით, თუ რაიოლა ამ დავალებას ვერ შეასრულებს, პოგბა შეწყვეტს მასთან თანამშრომლობას. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე რაიოლამ განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელის მომავალი მანჩესტერულ კლუბში გადაწყვეტილია.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბა 2016 წლის ზაფხულში 105 მილიონ ევროდ შეიძინა „იუვენტუსიდან“. 27 წლის ფრანგის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. დღეს, პოგბას სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.