პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით 35 პირს დაკითხავენ
პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით 35 პირს დაკითხავენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით 35 პირს დაკითხავენ. პოტენციურ მოწმეთა სია აშშ-ის სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა გამოაქვეყნა. ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს იძიებს. მოწმეთა შორის არიან ბანკირები და ბუღალტრები. ისინი ჩვენებას საბანკო და საგადასახადო თაღლითობის საკითხებთან დაკავშირებით მისცემენ. ასევე სხვადასხვა ბანკების მაღალჩინოსნები, რომელთაც პოლ მანაფორტს თანხა ასესხეს. სასამართლო პროცესი სამშაბათისთვის არის ჩანიშნული

აღსანიშნავია, რომ პოლ მანაფორტმა თავი დამნაშავედ არ ცნო გადასახადებისთვის თავის არიდების 18 მუხლში. პოლ მანაფორტის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეზე სასამართლო სექტემბერში გაიმართება. ამჯერად საუბარია მოწმეთა მოსყიდვასა და ლობისტურ საქმიანობაზე, რომელსაც ის პრორუსული უკრაინული ხელისუფლებისთვის აწარმოებდა.

რობერტ მიულერმა პოლ მანაფორტს 12 სხვადასხვა ეპიზოდში წაუყენა ბრალი.