პოლ ფელდერმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
პოლ ფელდერმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა პოლ ფელდერმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან (UFC) ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ „ემ-ემ-ეი ფაითინგი“ (MMAFighting.com) ფელდერის აგენტზე, ბრაიან ბატლერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირლანდიელი 22 თებერვალს ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. ირლანდიელს შერეულ ორთაბრძოლებში სულ 21 ბრძოლა აქვს გამართული, სადანაც 17 მისი გამარჯვებით დასრულდა.

ბოლო ბრძოლაში ფელდერმა ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა დაამარცხა.