„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, იტყობინება ბრიტანული გამოცემა „სანი“.
წყაროს ცნობით, 27 წლის ფრანგი „წითელ ეშმაკებთან“ ხელს ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს. იტყობინებიან ასევე, რომ პოგბას „იუნაიტედის“ დატოვება აღარ სურს და კლუბში ყველაფრით კმაყოფილია.
2019/2020 წლების სეზონში ნახევარმცველმა ინგლისური გუნდის შემადგენლობაში 15 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა სეზონის უმეტესი ნაწილი ტრამვის გამო გამოტოვა.