მაურისიო პოჩეტინოს თავისი ყოფილი გუნდის მეკარის, უგო ლორისის „პარი სენ-ჟერმენში“ გადაბირება სურს, – ამის შესახებ Football Insider იუწყება.
არგენტინელ სპეციალისტს ფრანგ მეკარესთან ახლო ურთიერთობა აქვს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში პოჩეტინო მას წვრთნიდა. პსჟ-ს თავკაცს ლორისთან ერთად მუშაობა კვლავ სურს და იმედოვნებს, რომ ეს ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება.
ლორისმა ამ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა. ლონდონელთა მეკარეს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. პოჩეტინო თავისი ყოფილი კლუბიდან კიდევ ერთ ფეხბურთელს, დელე ალის აკვირდება და პარიზული კლუბი ინგლისელი შემტევი ნახევამრცველის დამატებასაც განიხილავს.