პოჩეტინომ განაცხადა, რომ მწვრთნელად დაბრუნებისთვის მზად არის

07:57, 03.11.2020

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ აღიარა, რომ მზად არის სამწვრთნელო სამუშაოზე დასაბრუნებლად.

„ყოველთვის ვგრძნობდი მზადყოფნას ფეხბურთში დასაბრუნებლად. მიყვარს ეს თამაში, ეს ჩემი სამუშაოა. და ეს საქმე – მინდორზე გასვლა, მატჩებისთვის მომზადება, კონკურენცია – ეს ჩემთვის სულაც არ არის სტრესი. შეხედეთ, რა გრძელი თმა მაქვს. როცა სამუშაოს დავუბრუნდები, თმების დამოკლებას ვაპირებ. ველოდები, ისევ როდის მოხდება ეს“, – თქვა Sky Sports-ის ეთერში პოჩეტინომ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ არგენტინელი სპეციალისტით დაინტერესებულია „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „რეალი“.

მსგავსი