პოცდამში 27 სექტემბერს დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართება
პოცდამში 27 სექტემბერს დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურული პროგრამის ფარგლებში, 27 სექტემბერს გერმანიის ქალაქ პოცდამში დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართება.

პრესტიჟულ დარბაზ „ნიკოლაიზაალში“ ქართველი პიანისტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. შესრულდება ბეთჰოვენის მესამე კონცერტი. ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით ასევე დვორჟაკის სიმფონიას შეასრულებს.