პლენარული სხდომების დღეების რაოდენობა იზრდება
პლენარული სხდომების დღეების რაოდენობა იზრდება

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების დღეების რაოდენობა იზრდება.

შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, 4 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით საკომიტეტო მოსმენების პლენარული სხდომების დროს ჩატარება იზღუდება და სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი განკუთვნილი იქნება პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის.

ამასთან, პროექტით, პლენარული სხდომების კვირა ოთხშაბათის ნაცვლად, სამშაბათიდან დაიწყება და პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება.
პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქციით, პლენარული სხდომების კვირა ოთხშაბათს იხსნება.