უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ სასამართლოში უჩივლა თავის ყოფილ ორგანიზაციას და მოითხოვა მისგან 7.2 მილიონი ევრო. ამ თანხიდან 5.5 მილიონია ხელფასის დავალიანება, – წერს სააგენტო „ფრანს პრესი“. დანარჩენი – კომპენსაცია მორალური ზარალისთვის.
2015 წლის ბოლოს, პლატინი რვა წლით ჩამოაშორა საფეხბურთო მოღვაწეობას ფიფას ეთიკის კომიტეტმა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის მიერ 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადარიცხვა პლატინის ანგარიშზე. მოგვიანებით. დისკვალიფიკაციის ვადა ოთხ წლამდე შეამცირეს.
პლატინის დისკვალიფიკაცია 2019 წლის 8 ოქტომბერს ამოწურა და ფრანგს შეუძლია საფეხბურთო მოღვაწეობის განახლება. ადვოკატის სიტყვებით, პლატინი აპირებს დაიბრუნოს კუთვნილი თანხა, რომელიც მას უეფას კონრაქტით ერგება.