მიშელ პლატინიმ მბაპე ზიდანის გვერდით დააყენა #1TVSPORT
MUNICH, GERMANY - MARCH 08: Kylian Mbappe of Paris Saint-Germain reacts during the UEFA Champions League round of 16 leg two match between FC Bayern München and Paris Saint-Germain at Allianz Arena on March 08, 2023 in Munich, Germany. (Photo by Alex Grimm/Getty Images)
უეფა-ს ექსპრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ კილიან მბაპე ლეგენდარული ზინედინ ზიდანის გვერდით დგას.
„ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელის აზრით, მბაპეს აქვს სისწრაფის, საფეხბურთო ინტელექტისა და ფეხებით მუშაობის უჩვეულო შეხამება. კილიანი შეძლებდა ნებისმიერ ათწლეულში თამაშს და მაინც წარმატებული იქნებოდა.
„რასაც მან მიაღწია – გამორჩეულია. სწორედ მისი მსგავსი უნდა იყოს თავდამსხმელი. ის ძალიან სწრაფია და ორივე ფეხით თამაშობს.
კილიან მბაპეს შეეძლო, ეთამაშა 70-იან ან 80-იან წლებში, მაგრამ მოგვიანებით დაიბადა. ის ძალიან სწრაფია, ძალიან კარგად ესმის თამაში, ძალიან ჭკვიანია და ორივე ფეხით კარგად თამაშობს. არ ვიცი, არის თუ არა ის განუმეორებელი, მაგრამ ის ძალიან კარგია. ის განსაკუთრებულია თავისი სისწრაფით.
საკმაოდ ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მის მსგავსად ჭკვიანია და ორივე ფეხით თამაშობს. მაგრამ ამას ისიც ემატება, რომ კილიანი ძალიან სწრაფია, თვისებების ასეთი შეხამება კი ძალიან იშვიათია. ვხედავ როგორ მუშაობს, სტარტს იღებს საჭირო დროს. ის არ იწყებს მოძრაობას, თუ იცის, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს“, – განაცხადა პლატინიმ RMC Sport-სთან ინტერვიუში.