პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაციების ნაწილი დღეიდან ამოქმედდება
პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაციების ნაწილი დღეიდან ამოქმედდება

დღეიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, შესაფუთი მასალა ბიოდეგრადირებადი უნდა იყოს. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის განკარგულება ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე საქართველოში გარკვეული სისქის ერთჯერადი პარკების გაყიდვა იზღუდება, მომავალი წლის აპრილიდან კი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი საერთოდ აიკრძალება.

პირველი ოქტომბრიდან მწარმოებლისთვის ასევე სავალდებულო გახდება, კომპანიის ლოგო და წარწერა თითოეულ პარკზე განათავსოს.

რეგულაციის დარღვევების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება, პროდუქციას კი ჩამოართმევენ. განმეორებით ჩადენილი ქმედება 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ბიოდეგრადირებული პარკი მიწაში მოხვედრიდან 24 თვეში იწყებს დაშლას, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი პლასტიკის პარკის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება.

აღნიშნული რეგულაცია საქართველოს მთავრობამ მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში მოამზადა.