პლანერის ჩამოვარდნის გამო, საფრანგეთში ორი ადამიანი დაიღუპა

10:19, 13.08.2018

საფრანგეთის ალპებში პლანერის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები ავსტრიელები არიან. ისინი ადგილობრივი აეროდრომიდან აფრინდნენ და ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე, მთებში ჩამოვარდნენ.

საფრენი აპარატის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ უცნობია.

ინციდენტის დროს კარგი ამინდი იყო. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი