„პიუ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა ევროპელები მკაცრად აკრიტიკებენ როგორც აშშ-ს, ასევე ჩინეთს
„პიუ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა ევროპელები მკაცრად აკრიტიკებენ როგორც აშშ-ს, ასევე ჩინეთს

სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა ევროპელები მკაცრად აკრიტიკებენ როგორც აშშ-ს, ასევე ჩინეთს.

ამერიკული ორგანიზაციის, „პიუ რისერჩის“ კვლევის თანახმად, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის 18-დან 29 წლამდე მოქალაქეები აშშ-ს მკაცრად აკრიტიკებენ თვითგამოცხადებული „მსოფლიო პოლიციელის“ როლისთვის და წარსულში კატასტროფული სამხედრო ინტერვენციებისთვის, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთში. ჩინეთის მიმართ კი კრიტიკულები არიან მისი ექსპანსიონიზმისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

ფოკუსჯგუფი, რომელიც შედგებოდა მოქალაქეებისგან თითოეული ქვეყნის დედაქალაქიდან, იყო „ძირითადად პესიმისტურად განწყობილი“ ჩინეთთან სამომავლო ურთიერთობების მიმართ, რომელიც მათ „მსოფლიოს ქარხანას“ შეადარეს. გამოკითხული ადამიანები განსაკუთრებით შეშფოთებას გამოთქვამდნენ ჩინურ ინვესტიციებთან მიმართებით მთელ მსოფლიოში. ამერიკას აკრიტიკებდნენ იმის გამო, თუ როგორ გამოიყენა თავისი ძალა საზღვარგარეთ, როგორც მსოფლიოს უდიდესმა სამხედრო ძალამ. გამოკითხულთა უმეტესობას სჯეროდა, რომ აშშ, მსოფლიო საზოგადოების საზიანოდ, არ ითვალისწინებს მისი მოკავშირეების ინტერესებს საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას,.

ჩინეთისგან განსხვავებით, ფოკუსჯგუფი „ფრთხილად ოპტიმისტურად“ იყო განწყობილი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების მიმართ და თვლიდა, რომ ორივე იზიარებს „ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს“. კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა ევროპელებს სურდათ, დაენახათ, რომ თავიანთი ქვეყნები შეინარჩუნებდნენ ძლიერ, უფრო დამოუკიდებელ პოზიციებს მსოფლიოში, აშშ-ზე დამოკიდებულების გარეშე.