პიტერ სტანო - კოსოვოში ესკალაციას ევროკავშირთან ურთიერთობებზე უარყოფითი შედეგები აქვს
პიტერ სტანო - კოსოვოში ესკალაციას ევროკავშირთან ურთიერთობებზე უარყოფითი შედეგები აქვს

კოსოვოში ესკალაციას ევროკავშირთან ურთიერთობებზე უარყოფითი შედეგები აქვს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ვითარებას და მოუწოდებს ორივე მხარეს, გადადგან სასწრაფო ნაბიჯები დეესკალაციისკენ. პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს მთელი რიგი საპასუხო ზომები, რომ სცადონ კოსოვოს დამოკიდებულების შეცვლა.

„ევროკავშირის როლია, ხელი შეუწყოს, დაეხმაროს როგორც კოსოვოს, ასევე სერბეთს საერთო მიზნის მიღწევაში. თუ არ უნდათ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ მათ სურთ ამ მიზნის მიღწევა და აქვთ თავიანთი ხალხისთვის ევროკავშირის მომავლის ვალდებულება, მაშინ ევროკავშირი გააგრძელებს მხარდაჭერას. ჩვენ ამავდროულად ველოდებოდით ევროპულ ქცევას და ევროპული ქცევა არ არის გამუდმებით სხვებისკენ თითების გაშვერა, არამედ საკუთარი თავის ყურება, რა შეგიძლიათ, გააკეთოთ, განსაკუთრებით, თუ თქვენი პარტნიორები, თქვენი უახლოესი მოკავშირეები გეუბნებიან, რა არის წინსვლის გზა“, – განაცხადა პიტერ სტანომ.