პიტერ სიიარტო - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დამარწმუნა, რომ უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები აღდგება, ახალი ადმინისტრაცია განიხილავს წარსულ ზომებს, რომლებიც შემოღებულ იქნა შურისძიების მიზნით
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაარწმუნა, რომ უნგრულ-ამერიკული პოლიტიკური ურთიერთობები აღდგება. აღნიშნულის შესახებ სიიარტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
სიიარტოს თქმით, მარკო რუბიოს განუცხადა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია უნგრეთს მტრად ხედავდა და ამიტომ, შურისძიების მიზნით შემოიღო მთელი რიგი ზომები უნგრეთის წინააღმდეგ.
„ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ ის როდესაც ამბობს, აღვადგენთ უნგრეთ-ამერიკულ პოლიტიკურ ურთიერთობებს, ასევე გულისხმობს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია განიხილავს წარსულ ზომებს, რომლებიც შემოღებულ იქნა შურისძიების მიზნით“, – აღნიშნა პიტერ სიაარტომ.