პიტერ სიიარტო - ვიქტორ ორბანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისას დღის წესრიგში იქნება ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის ძირითადი პაკეტის შექმნა
პიტერ სიიარტო - ვიქტორ ორბანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისას დღის წესრიგში იქნება ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის ძირითადი პაკეტის შექმნა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ვიქტორ ორბანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე ეკონომიკური და ენერგეტიკული შეთანხმება გაფორმდება.

მისივე თქმით, თანამშრომლობის პაკეტი ხელს შეუწყობს უნგრეთის გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტირებას.

„შეხვედრისას დღის წესრიგში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის ძირითადი პაკეტის შექმნა. ჩვენ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ამის მოსამზადებლად. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემი ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან. თანამშრომლობის პაკეტი ხელს შეუწყობს უნგრეთის გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტირებას“, – განაცხადა სიიარტომ.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს  7 ნოემბერს ვაშინგტონში შეხვდება. ორბანის თქმით, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებას გეგმავს.