პიტერ სიიარტო – ვინაიდან უკრაინის ნატო-ში წევრობა დღის წესრიგიდან მოიხსნა, რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია თავიდან აცილებულია, რაციონალიზმმა გაიმარჯვა
უნგრეთს საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში წევრობის საკითხის სამიტის დღის წესრიგიდან მოხსნით, რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია თავიდან იქნა აცილებული.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ნატო-ს მოახლოებული სამიტი არის პირველი 2022 წლის შემდეგ, სადაც ფოკუსი არა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებაზე, არამედ ალიანსის და კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე. ვინაიდან უკრაინის ნატო-ში წევრობა დღის წესრიგიდან მოიხსნა, რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია თავიდან აცილებულია. რაციონალიზმმა გაიმარჯვა“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.
The upcoming @NATO Summit is the first one since 2022 where focus is not on stepping up support for Ukraine, but on strengthening the Alliance & collective defence. With 🇺🇦’s NATO membership off the agenda, direct confrontation with 🇷🇺 has been avoided. Rationality has prevailed. pic.twitter.com/ZwkEbR9tPO
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) June 24, 2025