პიტერ სიიარტო - უნგრეთს არ შეუძლია, ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარი დაუჭიროს მარკ რუტეს, რომელსაც ადრე უნგრეთის დაჩოქება სურდა
პიტერ სიიარტო - უნგრეთს არ შეუძლია, ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარი დაუჭიროს მარკ რუტეს, რომელსაც ადრე უნგრეთის დაჩოქება სურდა

უნგრეთს არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„ჩვენ ნამდვილად ვერ დავუჭერთ მხარს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ადამიანის არჩევას, რომელსაც ადრე უნგრეთის დაჩოქება სურდა“, – განაცხადა სიიარტომ.

ნატო-ს წესების თანახმად, გენერალური მდივნის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალმა გენერალურმა მდივანმა ალიანსის 31 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.