პიტერ სიიარტო – უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ პოლიტიზებული ინსტიტუტის ნაწილი

15:14, 29.04.2025

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გასვლას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ დაწერა.

„უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ პოლიტიზებული ინსტიტუტის ნაწილი, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და სანდოობა“, – წერს პიტერ სიიარტო.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში უნგრეთში ისრაელის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებს, რადგანაც ჰააგის სასამართლო აღარ არის მიუკერძოებელი და ის პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა.

მსგავსი