პიტერ სიიარტო - უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს
პიტერ სიიარტო - უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს.

აღნიშნული განცხადება სიიარტომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, სანქციების მე-13 პაკეტის ყველა ელემენტი, რომელიც „აზიანებს უნგრეთის ინტერესებს“, ამოღებულია, ამიტომ უნგრეთი არ იქნება მისი დამტკიცების წინააღმდეგი.

„უნგრეთის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენას არ ახდენს სანქციების სიაში შემავალი კონკრეტული ზომები, მაგრამ პრობლემა გაცილებით დიდია: ევროკავშირი განაგრძობს სრულიად წარუმატებელ სტრატეგიას, რომელიც არ გვაახლოებს მშვიდობასთან, არამედ გვაშორებს მისგან“, – განაცხადა სიიარტომ.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სანქციების წინა პაკეტებმა მხოლოდ ზიანი მიაყენა ევროკავშირის ეკონომიკას.