პიტერ სიიარტო - უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მილსადენით რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს ის არ შეეხება
პიტერ სიიარტო - უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მილსადენით რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს ის არ შეეხება

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მილსადენით რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს ის არ შეეხება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მინისტრი ირწმუნება, რომ არ შეუძლია ემბარგოს მხარდაჭერა, ვინაიდან, ეს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გაანადგურებს.

„ნავთობის მიწოდების ეტაპობრივი შეწყვეტა, მომავალ წლამდე საბოლოო ვადით, ის გადაწყვეტილებაა, რომლის მხარდაჭერაც შეუძლებელია, რადგან უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება სანქციების პაკეტით მთლიანად განადგურდება“, – განაცხადა სიიარტომ.

მისი თქმით, უნგრეთი დღესდღეობით ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის საკმარის ნავთობს მხოლოდ რუსეთიდან ყიდულობს და ეს გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული რეალობაა.