პიტერ სიიარტო – უნგრეთი „მშვიდობის საბჭოზე“ განაგრძობს საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას მშვიდობის მიღწევის მიზნით, რადგან კონფლიქტები აისახება ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებაზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე უნგრეთს წარმოადგენს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
„დონალდ ტრამპი ერთადერთი გლობალური ლიდერია, რომელიც მუდმივად უჭერს მხარს მშვიდობას მთელ მსოფლიოში და წამყვან როლს თამაშობს შეიარაღებული კონფლიქტების დიპლომატიური გადაწყვეტის პროცესში. მისი სამშვიდობო ძალისხმევა იმედს აძლევს ომით დაზარალებულ მრავალ რეგიონს. სწორედ ამიტომ დაუყოვნებლივ დავუჭირეთ მხარი „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივას“, – წერს სიიარტო.
პიტერ სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი შეხვედრაზე განაგრძობს საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას მშვიდობის მიღწევის მიზნით, როგორც უკრაინაში, ისე ახლო აღმოსავლეთში, რადგან ეს კონფლიქტები პირდაპირ აისახება ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებაზე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ხვალ, 19 თებერვალს გაიმართება.
Tomorrow @PM_ViktorOrban will represent Hungary at the inaugural meeting of the @BoardOfPeace.@realDonaldTrump is the only global leader who consistently stands up for peace around the world and plays a leading role in advancing diplomatic solutions to armed conflicts.
His…
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) February 18, 2026