პიტერ სიიარტო – უნგრეთი მხარს არ დაუჭერს სანქციებს რუსული გაზის, ნავთობის წინააღმდეგ და არ დაუშვებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას თავისი ტერიტორიის გავლით

18:05, 19.04.2022

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს სანქციებს რუსული გაზისა და ნავთობის წინააღმდეგ და არ დაუშვებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას თავისი ტერიტორიის გავლით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უნგრელი ხალხი ვერ გადაიხდის ამ ომის საფასურს, რის გამოც ბუდაპეშტი სანქციებს არ შეუერთდება.

„უნგრეთი დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მისი მიწოდება ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ჩვენი პირველი პრიორიტეტი უნგრეთის უსაფრთხოებაა. ჩვენ არ გვინდა, რომ უნგრეთი ომში იყოს ჩათრეული. ჩვენ არ გვინდა, მსგავსი სცენები უნგრეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს, უნგრელებით დასახლებულ რაიონებში მოხდეს. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და გავაგრძელებთ უდიდეს ჰუმანიტარულ ოპერაციას უნგრეთის ისტორიაში, ისევე როგორც უკრაინიდან ლტოლვილების მიღებას“, – თქვა პიტერ სიიარტომ.

მსგავსი