პიტერ სიიარტო - უნგრეთი დაიღალა დასავლური კრიტიკით
პიტერ სიიარტო - უნგრეთი დაიღალა დასავლური კრიტიკით

უნგრეთი დაიღალა დასავლური კრიტიკით, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის კრიტიკა უნგრეთში დემოკრატიული და კულტურული საკითხების მიმართ აფერხებს თანამშრომლობას, განსაკუთრებით, ნატო-სა და რუსეთთან დაკავშირებით.

სიიარტოს განცხადებით, უნგრეთს არ დაუჭერია მხარი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რადგან უნგრელი კანონმდებლები უკმაყოფილო არიან ამ ქვეყნების კომენტარებით უნგრეთის საშინაო საქმეებზე.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მომავალ კვირას უნგრელი დეპუტატები ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხმის მიცემას გეგმავენ, მიუხედავად „სერიოზული შეშფოთებისა“ ჰელსინკსა და სტოკჰოლმში „პოლიტიკური ელიტების ძალიან უპატივცემულო ქცევის“ გამო.

„იცით, როდესაც ფინელი და შვედი პოლიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას, ეს ნამდვილად მიუღებელია“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.