პიტერ სიიარტო – უკრაინამ რუსეთში იერიში მიიტანა „თურქული ნაკადის“ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უნგრეთის გაზით მომარაგების გარანტიას იძლევა
უკრაინამ რუსეთში თავდასხმა გაზსადენ „თურქული ნაკადის“ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
პიტერ სიიარტოს განცხადებით, აღნიშნული გაზსადენის გარეშე ქვეყნის გაზით უსაფრთხოდ მომარაგება ფაქტობრივად შეუძლებელია.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედება უნგრეთის სუვერენიტეტზე დარტყმაა.
„უკრაინამ რუსეთში იერიში მიიტანა „თურქული ნაკადის“ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უნგრეთის გაზით მომარაგების გარანტიას იძლევა. „თურქული ნაკადის“ გარეშე, უნგრეთს გეოგრაფიული და ფიზიკური თვალსაზრისით, გაზით უსაფრთხოდ მიღება უბრალოდ არ შეუძლია. უკრაინის მიერ „დრუჟბის“ მილსადენის მეშვეობით ნავთობის ბლოკადა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ ეს დარტყმა ჩვენს სუვერენიტეტზე სერიოზული თავდასხმაა“, – წერს სიიარტო სოციალურ ქსელ „იქსზე“.
Ukraine has now attacked the infrastructure of TurkStream in Russia, which guarantees Hungary’s gas supply.
Without TurkStream, Hungary simply cannot be supplied with gas safely from a geographical and physical standpoint.
Ukraine’s oil blockade through the Druzhba pipeline and…
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) March 11, 2026