პიტერ სიიარტო - თუ აღდგება ყველა უფლება, რომელიც უნგრულ უმცირესობას 2015 წელს ჰქონდა, მაშინ შეიძლება, ორბანისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართოს
პიტერ სიიარტო - თუ აღდგება ყველა უფლება, რომელიც უნგრულ უმცირესობას 2015 წელს ჰქონდა, მაშინ შეიძლება, ორბანისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართოს

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრის გასამართად ბუდაპეშტი უკრაინისგან უნგრელი უმცირესობების ყველა იმ უფლების აღდგენას ითხოვს, რაც 2015 წელს ჰქონდათ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ 26 აპრილს ბუდაპეშტში ჩეხ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ორბანისა და ზელენსკის შეხვედრის გამართვის შესაძლებლობის შესახებ ჰკითხეს.

„ჩვენი პოზიცია მკაფიოა – თუ აღდგება ყველა უფლება, რომელიც უნგრელ უმცირესობას 2015 წელს ჰქონდა, მაშინ შეიძლება, შეხვედრა გაიმართოს. არა მაშინ, როდესაც დაპირებას მოგვცემენ, არამედ როდესაც მათ უფლებებს აღადგენენ, მაშინ შეიძლება, შედგეს სამიტი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრულმა მხარემ უკრაინულს ყველა თავისი მოლოდინი გააცნო.

„ჩვენი მოლოდინები მკაფიოა, ჩვენ ისინი 11 პუნქტში გავახმოვანეთ. მუდმივად მაქვს კონტაქტი ჩემს კოლეგებთან, ერმაკთან, კულებასთან. მათ იციან, რა გვინდა. იციან ჩვენი მოლოდინები. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე მათ გაითვალისწინებენ“, – აღნიშნა სიიარტომ.