პიტერ სიიარტო - შესანიშნავი სიახლე ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან, დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა, ვიმედოვნებთ, ბრიუსელი არ დაარღვევს სამშვიდობო პროცესს
პიტერ სიიარტო - შესანიშნავი სიახლე ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან, დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა, ვიმედოვნებთ, ბრიუსელი არ დაარღვევს სამშვიდობო პროცესს

დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს და დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ბრიუსელი არ დაარღვევს სამშვიდობო პროცესს.

„შესანიშნავი სიახლე ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან, დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სამშვიდობო შეთანხმებას და ვიმედოვნებთ, რომ ბრიუსელი არ დაარღვევს სამშვიდობო პროცესს“, – წერს პიტერ სიიარტო.