პიტერ სიიარტო - თქვენი მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა „ვიზეარის“ მუშაობას საქართველოს ტერიტორიაზე, დროის საკითხია, „ვიზეარი“ აუცილებლად იპოვის თავის ადგილს
პიტერ სიიარტო - თქვენი მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა „ვიზეარის“ მუშაობას საქართველოს ტერიტორიაზე, დროის საკითხია, „ვიზეარი“ აუცილებლად იპოვის თავის ადგილს

საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, პანდემიის პირობებში ავიაკომპანია „ვიზეარის“ ფრენები შემცირდა, თუმცა ასეთი პრაქტიკა მხოლოდ საქართველოსა და უნგრეთზე არ არის გავრცელებული.

მისივე განმარტებით, „ვიზეარმა“ ფრენები სხვადასხვა ქვეყანაში შეამცირა.

ამასთან, პიტერ სიიარტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა „ვიზეარის“ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე და მის მუშაობას ხელს უწყობდა.

„უფრო მეტ და მეტ უნგრეთის მოალაქეს სურს, ჩამოვიდეს სქართველოში. გასულ წელს 7 000 უნგრელი ჩამოვიდა, მოინახულა საქართველო. ამ პანდემიის პირობებში ვიცით, რომ ძალიან  შემცირდა „ვიზიარის“ ფრენები, მაგრამ ეს არ არის მარტო საქართველოზე ან უნგრეთზე გავრცელებული სპეციფიკა. „ვიზეარმა“ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებშიც შეამცირა ფრენები.

თქვენი მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა „ვიზეარის“ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე, მუშაობას ხელს უწყობდა. დროის საკითხია, „ვიზეარი“ აუცილებლად იპოვის თავის ადგილს მსოფლიოში“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა.