პიტერ სიიარტო - მშვიდობა და კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები დონალდ ტრამპის სახელის სინონიმებია, შესაძლოა, უკრაინაში ომი არ ყოფილიყო, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი იქნებოდა
პიტერ სიიარტო - მშვიდობა და კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები დონალდ ტრამპის სახელის სინონიმებია, შესაძლოა, უკრაინაში ომი არ ყოფილიყო, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი იქნებოდა

უკრაინაში, შესაძლოა, ომი არ ყოფილიყო, თუ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნებოდა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ნიუ იორკში განაცხადა.

სიიარტოს თქმით, უნგრეთი პატივს სცემს ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, უნგრეთსა და ამერიკას შორის პოლიტიკური ურთიერთობები პიკზე იყო.

„როგორც მშვიდობა, ასევე კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები დონალდ ტრამპის სახელის სინონიმებია. დონალდ ტრამპი როდესაც იყო პრეზიდენტი, ძლიერი ამერიკელი ლიდერის პიროვნებამ შეძლო მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების განვითარების თავიდან აცილება“, – აღნიშნა სიიარტომ.