პიტერ სიიარტო – მხარს ვუჭერთ აშშ-ის პრეზიდენტის მცდელობებს, ყველა შესაძლო საშუალებით მიაღწიოს მშვიდობას, თუმცა არ შეგვიძლია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა შევცვალოთ

11:50, 24.09.2025

ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის პრეზიდენტის მცდელობებს, ყველა შესაძლო საშუალებით მიაღწიოს მშვიდობას, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა შევცვალოთ, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დონალდ ტრამპის განცხადებას ევროპული ქვეყნების მიერ რუსული ენერგიის შესყიდვის შესახებ

„ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის პრეზიდენტის მცდელობებს, ყველა შესაძლო საშუალებით მიაღწიოს მშვიდობას, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის რეალობა“, – წერს სიიარტო.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მისი მეგობარია და თუ გაესაუბრება, უნგრეთმა, შესაძლოა, რუსული ენერგიის შეძენა შეწყვიტოს.

მსგავსი