პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირებისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა საჭირო არ არის
პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირებისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა საჭირო არ არის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირებისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა საჭირო არ არის.

ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

„დიდი დრო არ გვაშორებს პარლამენტის მორიგ სესიამდე, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყება. ამიტომ რიგგარეშე სესიის მოწვევის საფუძველს ვერ ვხედავ“, – ამბობს სიიარტო.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მუშაობას მომავალ წელს განაახლებდა.

„პარლამენტი თებერვლის ბოლოს რადგან იკრიბება, შეგვიძლია, დაველოდოთ მომავალ სესიას და მაშინ შესაძლებელი იქნება ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება, თუ საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტს“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

მანამდე უნგრეთის ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე კენჭისყრა 5 თებერვალს ჩატარებულიყო.