პიტერ სიიარტო - მიღწევების შესანარჩუნებლად ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და საქართველო-უნგრეთი სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას
პიტერ სიიარტო - მიღწევების შესანარჩუნებლად ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და საქართველო-უნგრეთი სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას

საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით დიდ წარმატებას მიაღწია.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით უნგრეთსაც დიდი წარმატება აქვს და სამომავლოდ მიღწევების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა.

ამასთან, პიტერ სიიარტო საზღვრის გახსნის საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და საქართველო-უნგრეთი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას.

„პანდემიის პირობებში ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელსაც შესაძლებლობა მიენიჭა, აქ ჩამოსულიყო. პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს, ამ სფეროში ქვეყანამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია.ევროპული სტანდარტით, უველაზე ნაკლები ინფიცირებული ადამიანია საქართველოში. მინდა, გამოვხატო ჩვენი პატივისცემა.

უნგრეთსაც დიდი წარმატებები აქვს ამ სფეროში და ჩვენ ვფიქრობთ, მომავალში ჩვენი მიღწევების შენარჩუნებისთვის ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

ვისაუბრეთ საზღვრის გახსნის თემაზე. ჩვენ გვესმის, რომ საქართველომ საერთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვის ვადები გაახანგრძლივა გამომდინარე იქიდან, რომ
ორივე ქვეყანას კარგი წარმატება აქვს ამ სფეროში და ორივე ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს დგამს.

უნგრეთის ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა. გასულ წლებშიც უამრავი ადამიანი ეწვია ქვეყანას. იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემატურ ინფორმაციას მიაწვდის ორივე ქვეყანას. ჩვენი ქვეყნები სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა საქართველოსა, თუ უნგრეთში“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.