პიტერ სიიარტო - მას შემდეგ, რაც უნგრეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში არ გაგზავნიდა იარაღსა და ფულს, არ შეწყვეტდა რუსეთთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას, უნგრეთის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომი მიმდინარეობს
პიტერ სიიარტო - მას შემდეგ, რაც უნგრეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში არ გაგზავნიდა იარაღსა და ფულს, არ შეწყვეტდა რუსეთთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას, უნგრეთის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომი მიმდინარეობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, ბუდაპეშტის წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს, რომელმაც ბოლო დროს ახალი იმპულსი შეიძინა. ამის შესახებ მან ბუდაპეშტში რუანდელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ ვდგავართ უზარმაზარი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და კონტროლირებადი ანტიუნგრული ცილისმწამებლური კამპანიის და უკრაინაში ცილისმწამებლური პროპაგანდის წინაშე“.

სიიარტომ განმარტა, რომ ომის დაწყების შემდეგ და მას შემდეგ, რაც უნგრეთის მთავრობამ ნათლად განაცხადა, რომ არ გააგზავნიდა იარაღსა და ფულს, არ შეწყვეტდა რუსეთთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას, „უკრაინაში უნგრეთის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომი მიმდინარეობს“.