პიტერ სიიარტო - ევროპული საბჭოს შეხვედრებზე ჩვენ არ ვაყენებთ ვეტოს მხოლოდ ვეტოს გამოყენებისთვის, ყოველთვის ვაძლევთ ხმას იმას, რაც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება
პიტერ სიიარტო - ევროპული საბჭოს შეხვედრებზე ჩვენ არ ვაყენებთ ვეტოს მხოლოდ ვეტოს გამოყენებისთვის, ყოველთვის ვაძლევთ ხმას იმას, რაც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება

ევროპული საბჭოს შეხვედრებზე ჩვენ არ ვაყენებთ ვეტოს მხოლოდ ვეტოს გამოყენებისთვის, ჩვენ არ ვაკეთებთ ამას, როგორც ფარსს, არა იმიტომ, რომ თავად ვეტო სასიამოვნოა, არამედ ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ ხმას იმას, რაც შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტოს თქმით, უნგრეთი არ ეთანხმება ისეთი გადაწყვეტილების მომზადებას, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით, თუ მზადდება გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. თუ გვსურს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეტოს ვაყენებთ. ის ფაქტი, რომ ეროვნული ინტერესების წარმოდგენის გამო ქვეყანას ემუქრებიან ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევით, ნიშნავს, რომ ბრიუსელში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკმაოდ საეჭვო ინტერპრეტაცია აქვთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.