პიტერ სიიარტო - ევროპა სულ უფრო უახლოვდება კატასტროფას, ახლა ათასობით ადამიანის გადარჩენა შეიძლება, მაგრამ ამისთვის ომის ფსიქოზს უნდა დავაღწიოთ თავი
პიტერ სიიარტო - ევროპა სულ უფრო უახლოვდება კატასტროფას, ახლა ათასობით ადამიანის გადარჩენა შეიძლება, მაგრამ ამისთვის ომის ფსიქოზს უნდა დავაღწიოთ თავი

ევროპა სულ უფრო უახლოვდება კატასტროფას, ახლა ათასობით ადამიანის გადარჩენა შეიძლება, მაგრამ ამისთვის ომის ფსიქოზს უნდა დავაღწიოთ თავი, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო „ფეისბუქზე“ წერს.

„ევროპა სულ უფრო უახლოვდება კატასტროფას – ყველა გაგებით, სამწუხაროდ. ახლა უფრო დიდი უბედურების თავიდან აცილება და ათასობით ადამიანის გადარჩენა შეიძლება, მაგრამ ამისთვის ომის ფსიქოზს უნდა დავაღწიოთ თავი. მოხდება თუ არა ეს დღევანდელ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე ლუქსემბურგში, არ ვიცი, აღარ მაქვს ამის ილუზია“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.