პიტერ სიიარტო - ევროკავშირის მინისტერიალზე განწყობა გარანტირებულია: სანქციები, იარაღის გადაცემა, მეტი ფული უკრაინისთვის, ამის ნაცვლად, მხოლოდ მშვიდობისთვის ძალისხმევებს უნდა ვუჭერდეთ მხარს
პიტერ სიიარტო - ევროკავშირის მინისტერიალზე განწყობა გარანტირებულია: სანქციები, იარაღის გადაცემა, მეტი ფული უკრაინისთვის, ამის ნაცვლად, მხოლოდ მშვიდობისთვის ძალისხმევებს უნდა ვუჭერდეთ მხარს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ ევროკავშირი სამშვიდობო ძალისხმევებს უნდა უჭერდეს მხარს და არა უკრაინისთვის იარაღის გადაცემას, ევროკავშირში წევრობასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. აღნიშნულის შესახებ სიიარტომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ დაწერა.

„ყოველი დღე ისევ და ისევ ადასტურებს, რომ მშვიდობა საჭიროა რაც შეიძლება მალე. მშვიდობისთვის კი ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და წარმატებული სამშვიდობო მოლაპარაკებები. დღეს ლუქსემბურგში გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა. განწყობა გარანტირებულია: სანქციები, იარაღის გადაცემა, ევროკავშირში გაწევრიანება და მეტი ფული უკრაინისთვის, თუმცა, ამ ყველაფრის ნაცვლად, ჩვენ მხოლოდ მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევებს უნდა ვუჭერდეთ მხარს“, – წერს პიტერ სიიარტო.

დღეს ევროკავშირის მინისტერიალზე განიხილება უკრაინის მხარდაჭერის საკითხი, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, მათ შორის ირანისა და სირიის საკითხები. მინისტრები ასევე იმსჯელებენ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და დასავლეთბალკანელ პარტნიორებთან ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრებენ.