პიტერ სიიარტო - ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, როცა საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, ევროპა დიდი სარგებელს მიიღებს საქართველოს ჩვენთან დაახლოებით
პიტერ სიიარტო - ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, როცა საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, ევროპა დიდი სარგებელს მიიღებს საქართველოს ჩვენთან დაახლოებით

ჩემს მეგობართან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად განვიხილეთ ურთიერთობების განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

სიიარტოს თქმით, უნგრეთი სრულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.

„ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, როდესაც, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ამ დროს საქართველო არ არის უარეს პირობებში, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. უნგრეთი სრულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. შუალედური ანგარიში, რომელიც ევროკომისიას წარედგინა, ადასტურებს, რომ ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს გაწევრიანების პროცესში. ევროპა დიდი სარგებელს მიიღებს საქართველოს ჩვენთან დაახლოებით, თუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება. ასე რომ, ამ შემოდგომაზე, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, უნგრეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა სიიარტომ.