პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას პასუხობს - მილსადენზე თავდასხმა, რომლის გარეშეც უნგრეთის მომარაგება შეუძლებელია, კონსტრუქციული დიალოგის ნაწილია?
მილსადენზე თავდასხმა კონსტრუქციული დიალოგის ნაწილია? – ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინელი კოლეგის, ანდრეი სიბიგას განცხადებას, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კიევი დიალოგისთვის ღიაა.
„მილსადენზე თავდასხმა, რომლის გარეშეც უნგრეთის მომარაგება შეუძლებელია, კონსტრუქციული დიალოგის ნაწილია?“ – წერს სიიარტო.
შეგახსენებთ, თავდაპირველად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელმაც მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმა განახორციელა. ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები უსირცხვილოა და უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას, რის შემდეგაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.