პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში ვიქტორ ორბანის ვიზიტის მომზადებაზე მუშაობს
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში ვიქტორ ორბანის ვიზიტის მომზადებაზე მუშაობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში ვიქტორ ორბანის ვიზიტის მომზადებაზე მუშაობს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სიარტომ უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ჩავიდა ვიქტორ ორბანი ამ დრომდე უკრაინაში.

„როდესაც ვიზიტი აქტუალური იქნება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც გაემგზავრება, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ვიზიტის მომზადებაზე“, – აღნიშნა უნგრელმა დიპლომატმა.

ამასთან, შეკითხვაზე, თუ რატომ არ ჩასულა სიიარტო თავად უკრაინის დედაქალაქში, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მას მიწვევა არ მიუღია.

„მე თუ მივიღებ მიწვევას და ჩვენ წინასწარ შევთანხმდებით ძირითად თემებზე და ვიზიტის თარიღზე, სიამოვნებით გავემგზავრები, თუმცა ჯერ ასეთი მიწვევა არ მიგვიღია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში გამართული შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი უკრაინაში მიიწვია.