პიტერ სიიარტო – 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელოვან შანსს წარმოადგენს, ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მოვალეობაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინაში ომის დასრულების 28-პუქნტიან გეგმას.
ამის შესახებ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელოვან შანსს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დასავლეთ ევროპელი ლიდერი ცდილობს მის დაბლოკვას. ჩვენი პოზიცია ნათელია: ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მოვალეობაა, სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას, რადგან ეს რაციონალური და ჰუმანური არჩევანია“, – წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში.
უკრაინაში ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით გუშინ ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების, ასევე გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შვეიცარიის დატოვებამდე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
The 28-point peace plan is a major chance to end the war in Ukraine. Still, some Western European leaders are trying to block it. Our position is clear: every European politician has a duty to support this plan fully and unconditionally, as this is the rational and humane choice.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) November 24, 2025