პეტერ მადიარი – უნგრეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს

12:09, 05.04.2026

უნგრეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში მადიარმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება რეფერენდუმი მსოფლიოში უნგრეთის ადგილის შესახებ.

მისივე თქმით, ვიქტორ ორბანმა ბოლო წლებში ქვეყანა „180 გრადუსით შემოატრიალა“, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას და მოსკოვს დაუახლოვდა.

„მიუხედავად ამისა, უნგრელები კვლავ მიიჩნევენ, რომ უნგრეთის მშვიდობა და განვითარება გარანტირებულია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობით. ვფიქრობ, ეს მართლაც იქნება რეფერენდუმი მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილის შესახებ“, – განაცხადა მადიარმა და გამოთქვა რწმენა, რომ მისი პოლიტიკური ძალა არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

„„ფიდესის“ ამომრჩევლებსაც კი არ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა, ევროპული ოჯახის ნაცვლად, რუსეთის მარიონეტული სახელმწიფო, კოლონია იყოს“, – განაცხადა მადიარმა.

მსგავსი