პეტერ მადიარი – უნგრეთი ევროპისა და უკრაინისთვის გადამწყვეტ გზაჯვარედინზეა

17:41, 26.02.2026

უნგრეთი ევროპისა და უკრაინისთვის გადამწყვეტ გზაჯვარედინზეა, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

„მთავრობამ უნდა შეწყვიტონ უნგრელების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება. მათ უნდა შეწყვიტონ ხალხის გაყოფა, შიშის დათესვა და ომის განცდის გაღვივება. საკმარისია ახლა ეს. საკმარისია ახლა ეს. და ისინი უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ უნგრელი ხალხის უმრავლესობას, მილიონობით ადამიანს, სურს წარსულის და ორი ფუჭად დაკარგული ათწლეულის პერიოდის დასრულება“, – თქვა მადიარმა.

მისი თქმით, აპრილში საპარლამენტო არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმსაც წარმოადგენს უნგრელი ხალხისთვის.

„შეგიძლიათ, აირჩიოთ ევროპასა და დიქტატორებს შორის; შეგიძლიათ, აირჩიოთ გამჭვირვალე საზოგადოებრივი ცხოვრება ან ორბანის კორუფცია; შეგიძლიათ, აირჩიოთ პროპაგანდას ან „ტისას“ მიერ შემოთავაზებულ ჭეშმარიტ სიტყვას შორის“, – აღნიშნა „ტისას“ ლიდერმა.

მსგავსი