პიტერ მადიარი ვოლოდიმირ ზელენსკის იმიერკარპატების რეგიონში მცხოვრები უნგრელების უფლებების საკითხზე შეხვედრას სთავაზობს
პიტერ მადიარი ვოლოდიმირ ზელენსკის იმიერკარპატების რეგიონში მცხოვრები უნგრელების უფლებების საკითხზე შეხვედრას სთავაზობს

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პიტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინულ იმიერკარპატების რეგიონში შეხვედრას სთავაზობს, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა და უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, პიტერ მადიარმა უკრაინული ქალაქ ბერეგოვოს მერი მიიღო საკუთარ ოფისში და მათ უკრაინულ იმიერკარპატების რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების მდგომარეობაზე ისაუბრეს.

„ჩემს კაბინეტში მივიღე ზოლტან ბაბიაკი, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია იმიერკარპატებში უნგრელების მდგომარეობისა და ომის საშინელებების შესახებ. შევთანხმდით, რომ იმიერკარპატებში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ივნისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ვაპირებ. შეხვედრის მიზანია იმიერკარპატების რეგიონში უნგრელების ყოფნის და სამშობლოში მათი დარჩენის ხელშეწყობა“, – წერს მადიარი.

ცნობისთვის, უკრაინაში, იმიერკარპატების რეგიონში დაახლოებით 150 000 ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.