ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პიტერ კრაუჩმა მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა –
„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფეხბურთიდან წასვლა! ამ შესანიშნავმა თამაშმა ყველაფერი მომცა. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც დამეხმარა გავმხდარიყავი ფეხბურთელი და დავრჩენილიყავი საქმეში ასეთი დიდი დროით.
17 წლის ასაკში ჩემთვის რომ ეთქვათ, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვითამაშებდი, ვიქნებოდი ჩემპიონთა ლიგაზე, მოვიგებდი ინგლისის თასს და ასზე მეტ გოლს გავიტანდი პრემიერლიგაში, ამას არ დავიჯერებდი. ეს იყო აბსოლუტური ოცნება“.
38 წლის კრაუჩს თავის კარიერაში უთამაშია „ტოტენჰემში“, „ქუინზ პარკში“, „პორტსმუთში“, „ასტონი ვილაში“, „ნორვიჩში“, „საუთჰემპტონში“, „ლივერპულში“, „სტოკსა“ და „ბარნლიში“. სულ საკლუბო დონეზე კრაუჩმა 677 მატჩი ჩაატარა და 187 გოლი გაიტანა. ასევე მის ანგარიშზეა 22 გოლი ინგლისის ნაკრების 42 მატჩში. ყველაზე დიდ წარმატებას ფორვარდმა „ლივერპულში“ მიაღწია, რომლის შემადგენლობაში მოიგო უეფას სუპერთასი (2005) და ინგლისის თასი (2006).