პეტერ ფიშერი – საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით
ეუთო-ში ჩვენ ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ეს არის საკითხები, რომლებიც ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს ყველა სახელმწიფოში და არა შიდა საქმე. ეუთო-ში ჩვენ ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გარეშე“, – წერს ფიშერი.